Saturday, December 8, 2012




ქართული ხალხური საკრავები — ცნობილია უძველესი დროიდან, როგორც წესი, სიმღერის ან ცეკვის თანხლების ფუნქციით. უძველესი არქეოლოგიური ცნობა ქართული საკრავის შესახებ, მიეკუთვნება ძვ.წ.-ით XV ს.[1]. ძველ ქართულ ლიტერატურულ წყაროებში საკრავთა 100-ზე მეტი დასახელებაა შემონახული.
საქართველოში ხალხური საკრავების სამი ჯგუფია ცნობილი:
  1. ჩასაბერი საკრავები - სალამური (უენო და ენიანი), გუდასტვირი (აჭარაში — ჭიბონი), სოინარი (ლარჭემი);
  2. სიმებიანი: ჩამოსაკრავი - ფანდურიჩონგურიჩანგი; ხემიანი — ჭუნირიჭიანური;
  3. დასარტყამი: დოლიდიპლიპიტოდაირა.
საქართველოში ასევე გავრცელებული იყო სხვა ხალხთა საკრავები: ქამანჩასაზითარიზურნადუდუკი და სხვ.
სალამური
სალამური ჩასაბერი საკრავია. გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს მთასა და ბარში. სალამური ორგვარია: უენო და ენიანი. უენო - ენიანის წინაპარია. მათ ერთმანეთისაგან განასხვავებს ენა - სალამურის მილში ჩასმული ლერწმის მოკლე საცობი - და თვლების რაოდენობა. სალამურზე ძირითადად მამაკაცები უკრავენ, რადგან ეს საკრავი უმეტესად მწყემსის ყოფასთანაა დაკავშირებული. მასზე სრულდება მწყემსური მელოდიები და საცეკვაოები. უენო სალამურის ბგერათრიგია: e1, fis1, g1, a1, h1, c2, d2. ენიანი სალამურის ბგერათრიგია: h, c1, d1, e1, f1, g1, a1, h1, c2, d2, es2, f2, g2, a2, h2, c3.


ლარჭემი/სოინარი

ლარჭემი//სოინარი მრავალღერიანი ჩასაბერი საკრავია. სამეგრელოში ლარჭემი ჰქვია, გურიაში - სოინარი. ლარჭემ-სოინარი ექვსღერიანია, ღერები სხვადასხვა სიგრძისაა და ერთმანეთთან ხის ქერქით ან კანაფითაა შეერთებული. ყველაზე გრძელი ორი ღერი შუაშია განთავსებული, აქეთ-იქიდან - ორ-ორი, მოკლე. ამგვარი აგებულების, ფორმისა და წყობის მრავალღერიანი სალამური - "პანის ფლეიტა" - მსოფლიოში თითქმის არ გვხვდება: ანალოგიური საკრავების მილები თანმიმდევრობით კლებადი სიგრძის მიხედვითაა განლაგებული და, შესაბამისად, ბგერათრიგიც თანმიმდევრულია - მელოდიურ-ჰომოფონიური. ქართული ლარჭემ-სოინარის მთავარი თავისებურება კი ისაა, რომ მისი აგებულება და წყობა მრავალხმიანობის პრინციპზეა დამყარებული. საკრავის თითოეულ მილს (ღერს) თავისი სახელი აქვს და სხვადასხვა სიმაღლის ბგერას გამოსცემს. ლარჭემ-სოინარის დიაპაზონია სექსტა, ბგერათრიგი კი სმენით კორექციას ემყარება. მრავალღერიან სალამურზე უკრავენ მხოლოდ მამაკაცები. მასზე სრულდება მწყემსური მელოდიები და საცეკვაოები.
გუდასტვირი 
გუდასტვირი ჩასაბერ საკრავთა შორის ყველაზე განვითარებული და რთულია. შედგება გუდისა და ორლულიანი სტვირისაგან, რომლებზეც სხვადასხვა რაოდენობის ხვრელებია ამოჭრილი: ერთი მელოდიას უკრავს, მეორე კი ბანს აძლევს. ბანის მილი 2-3 ბგერას გამოსცემს. გუდასტვირი საქართველოს კუთხეებში სხვადასხვა სახელწოდებით იყო გავრცელებული: ფშავში - სტვირი, მესხეთში - თულუმი, აჭარაში - ჭიბონი, რაჭაში - გუდასტვირი ან საზანდარი... დღეს გუდასტვირი მხოლოდ მესხეთში, რაჭასა და აჭარაშია შემორჩენილი. აგებულებით იდენტური საკრავები - ჭიბონი, გუდასტვირი და თულუმი - ძირითადად ბგერათრიგით, დიაპაზონითა და ტემბრით განსხვავდება. თულუმიც გუდასტვირივით ორ მილიანია, მაგრამ მის ორივე მილზე თვლების ერთნაირი განლაგება და რაოდენობა უნისონურ ჟღერადობას ქმნის. გუდასტვირი სააკომპანემენტო საკრავია, მასზე მხოლოდ მამაკაცები უკრავენ. ამ საკრავზე სრულდება ერთხმიანი სიმღერები, ძირითადად - ეპიკური ან საშაირო ტექსტებით. გუდასტვირის ბგერათრიგია - a, h, cis1, de1, e1, fis1, g1. თულუმიც, გუდასტვირივით, ორმილიანია, მაგრამ ორივე მილზე თვლების ერთნაირი განლაგება და რაოდენობა რეალურ უნისონურ ჟღერადობას ქმნის.

ფანდური

ფანდური ჩამოსაკრავი სიმებიანი საკრავია. მისი გავრცელების ტრადიციული არეა აღმოსავლეთ საქართველოს მთა და ბარი, მეოცე საუკუნის 30-იანი წლებიდან კი დასავლეთ საქართველოშიც გავრცელდა. სხვადასხვა კუთხის ფანდურები განსხვავდებიან ფორმითა და დანაყოფების (ფარდების) რაოდენობით: ხევსურული ფანდური ბრტყელია და 2-3 დანაყოფი აქვს, მთიულურსა და მოხეურს შეზნექილი მუცელი აქვს, ქართლსა და კახეთში კი ფანდურის კორპუსს ხშირად აჩუქურთმებენ... ფანდური ძირითადად სააკომპანემენტო საკრავია; მასზე უკრავენ მამაკაცებიც და ქალებიც. ფანდურს სამი სიმი აქვს. წყობა სეკუნდურ-ტერციულია: g, a, c1.
ჭუნირი // ჭიანური

ჭუნირი სამსიმიანი ხემიანი საკრავია, გავრცელებულია სვანეთში. ჭუნირი იგივე ჭიანურია, რომელიც მეოცე საუკუნის მიწურულამდე საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში იყო გავრცელებული. დღესდღეობით კი მხოლოდ სვანურ და რაჭულ ყოფას შემორჩა. საკრავის კორპუსი წრიულად შეკრული ყავარისგან მზადდება, რომელზეც ცალი მხრიდან ტყავია გადაჭიმული; ხემისა და სიმებისათვის კი ცხენის ძუა გამოიყენება. ჭუნირი // ჭიანური სიმღერის სააკომპანემენტო საკრავია - ცალკე ან რომელიმე დასარტყამ საკრავთან ერთად; სვანეთში ჭუნირი ჩანგთან ერთადაც ხშირად გამოიყენება. ესაა ერთადერთი შემთხვევა ქართულ ტრადიციულ ფოლკლორულ ყოფაშჳ ერთი სახეობის (სიმებიანი) ორი საკრავის ერთ ანსამბლში გაერთიანებისა. წმინდა ინსტრუმენტული მუსიკა მხოლოდ საცეკვაო ჰანგების სახითაა დაფიქსირებული; თუმცა, ძველად ყოფაში ჭუნირს (ჭიანურს)მიცვალებულის სულთან დაკავშირებული მისტიკურ-რიტუალური დანიშნულებაც ჰქონია. ჭუნირზე უკრავენ მამაკაცებიც და ქალებიც. მისი წყობა, ფანდურის მსგავსად, სეკუნდურ-ტერციულია: g, a, c1.
დიპლიპიტო

დიპლიპიტო დასარტყამი საკრავია. კორპუსი წარმოადგენს თიხის ქოთნებს (ორი, სამი ან ოთხი), რომლებზეც ტყავია გადაკრული. მათზე უკრავენ ორი პატარა ჯოხით. დიპლიპიტოს ხშირად ნახავდით ქართველ თავად-აზნაურთა ოჯახებში; დღეს ძირითადად ხალხურ საკრავთა ორკესტრში გამ
 
დოლი

დოლი დასარტყამი საკრავია, ხის ცილინდრულ კორპუსზე ორივე მხრიდან გადაკრული ტყავით. გავრცელებულია აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ბარში. ძირითადად ცეკვისა და საფერხულო სიმღერების თანმხლებია. მასზე მამაკაცები უკრავენ. გურიასა და აჭარაში დოლზე//დაულზე ჯოხებითაც უკრავდნენ. დღეისათვის დასარტყამებიდან ყველაზე აქტიურად დოლი გამოიყენება სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებში.
 
  
დაირა

დაირა დასარტყამი საკრავია. ბრტყელ რკალზე ცალი მხრიდან გადაჭიმულია ტყავი. დაკვრისას ცერა თითებით უჭირავთ, მაღლა აწეული, ოდნავ გვერდზე. გვხვდება ქართლში, კახეთში, რაჭაში, თუშეთსა და სამეგრელოში. დაირა, როგორც დოლი, ცეკვისა და სიმღერის თანმხლებია. მასზე ძირითა

 
  
ჩონგური

ჩონგური მოსაზიდ-ჩამოსაკრავი სიმებიანი საკრავია. გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში - გურიაში, აჭარაში, სამეგრელოში, ნაწილობრივ - იმერეთში, ლეჩხუმსა და აფხაზეთში. ჩონგური ძირითადად სააკომპანემენტო საკრავია; მასზე უკრავენ მამაკაცებიც და ქალებიც. ჩონგურს ოთხი სიმი აქვს: ამათგან სამი მთელ კორპუსზეა გადაჭიმული, მეოთხე - ზილი - მოკლეა და შუა ტარიდანაა გაბმული. ცნობილია ჩონგურის სამი წყობა: 1) f, a, c1, f1 ; 2) f, a, c1, e1; 3) f, g, c1, g1. ამათგან ამა თუ იმ კუთხეში რომელიმეს განსაკუთრებით ხშირად იყენებენ; მაგალითად, პირველი წყობა ძირითადად მეგრულ ლირიკულ სიმღერებში გამოიყენება, დანარჩენი ორი კი გურია-აჭარაშია უფრო პოპულარული.
 
  
ჩანგი

ჩანგი, იგივე ქნარი, უძველესი მოსაზიდი სიმებიანი საკრავია. გავრცელებული ყოფილა მთელ საქართველოში, დღეისათვის კი მხოლოდ სვანეთშია შემორჩენილი. სვანური ჩანგი ექვს და შვიდსიმიანია, თუმცა არსებულა ცხრასიმიანიც. ძირითადად გამოიყენება სიმღერის თანხლებისათვის - ცალკე ან ჭუნირთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ესაა ერთადერთი შემთხვევა ქართულ ფოლკლორულ ყოფაში ერთი სახეობის (სიმებიანი) ორი საკრავის ერთ ანსამბლში თანაარსებობისა. ჩანგზე უკრავენ მამაკაცებიც და ქალებიც. ექვსსიმიანი ჩანგის დიაპაზონია სექსტა; ბგერათრიგი: f, g, a, h, c1, d1. შვიდსიმიანი ჩანგის დიაპაზონია სეპტიმა; 
 
  
ზურნა
ზურნა აღმოსავლურ ქვეყნებში გავრცელებული ჩასაბერი საკრავია. ქართულ ინსტრუმენტარიუმში XVII-XVIII საუკუნიდან ჩნდება. ზურნა აღმოსავლურ ინსტრუმენტებზე შემსრულებელთა მცირე ჯგუფის - "დასტის" - აუცილებელი კომპონენტია. როგორც სოლო ინსტრუმენტი, გამოიყენებოდა ხალხური დღესასწაულების - ბერიკაობა-ყეენობის დროს. ზურნის თანხლებით ტარდებოდა ჭიდაობაც. საკრავს საკმაოდ დიდი დიაპაზონი აქვს: b - c3.
 
  
დუდუკი

დუდუკი აღმოსავლურ ქვეყნებში გავრცელებული ჩასაბერი საკრავია. იგი ქართულ ინსტრუმენტარიუმში XVII-XVIII საუკუნიდან ჩნდება. დუდუკი აღმოსავლურ მუსიკალურ საკრავებზე დამკვრელთა მცირე ანსამბლის - ე.წ. დასტის - აუცილებელი კომპონენტია. დუდუკის თანხლებით სრულდება სოლო სიმღერებიც. მისი ბგერათრიგი დიატონურია, თუმცა ნახვრეტების ნაწილობრივ დახურვისას მიიღება ქრომატიული ბგერათრიგიც. რადგან საქართველო მრავალხმიანი მუსიკალური აზროვნების ტრადიციული ქვეყანაა, ამიტომ ამ აღმოსავლურმა სოლო საკრავმა საქართველოში გავრცელების შემდგომ რამდენადმე იცვალა ბუნება და ადგილობრივ ტრადიციას მოერგო: მედუდუკეთა დასტაში აუცილებელი გახდა ერთი ან ორი მედუდუკე - ზედა მელოდიური ხმების შესასრულებლად და ერთი - ბანის დუდუკზე დამკვრელი.
 
  
ჭიბონი

ჭიბონი, გუდასტვირის მსგავსად, ჩასაბერ საკრავთა შორის ყვალაზე რთული და განვითარებული საკრავია, გავრცელებულია აჭარაში. აგებულებით იდენტური საკრავები - ჭიბონი, გუდასტვირი და თულუმი - ძირითადად ბგერათრიგით, დიაპაზონითა და ტემბრით განსხვავდება. ჭიბონი შედგება გუდისა და ორლულიანი სტვირისაგან, რომლებზეც სხვადასხვა რაოდენობის ხვრელებია ამოჭრილი: ერთი მელოდიას უკრავს, მეორე კი ბანს აძლევს. ბანის მილი 2-3 ბგერას გამოსცემს. ჭიბონი სააკომპანემენტო საკრავია. მასზე, სრულდება საცეკვაო მელოდიები, ხშირად - დოლთან ერთად. ჭიბონი სააკომპანემენტო საკრავია, მასზე მხოლოდ მამაკაცები უკრავენ; მეტწილად ცეკვის თანხლებისთვის იყენებენ, თუმცა არსებობს სიმღერებიც ჭიბონის თანხლებით (შაირები და სხვა). გუდასტვირისაგან განსხვავებით, შესრულების განსაკუთრებული ტექნიკით, ორხმიან ჭიბონზე რეალური სამხმიანობა მიიღწევა. საკრავის ბგერათრიგია: es, f, g, as, b, c1.
 
  
პილილი

პილილი ერთღერიანი ჩასაბერი საკრავია. მას მილის ზედა ნაწილში ჩადგმული აქვს ლერწმის ღერო. საკრავის მილი ბოლოში ფართოვდება. ჟღერადობით ჩამოგავს ჭიბონს. გავრცელებულია ლაზეთში, ნაწილობრივ - აჭარაში.